LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფალი ვაჭრობა ახლა უკვე ამერიკასთან

65

ევროკავშირის ქვეყნების შემდეგ, თავისუფალი ვაჭრობა, შესაძლოა, ამერიკასთან დაიწყოს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის – თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით,  ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტის დროს საპარლამენტო დელეგაციას კონკრეტული ამოცანები და ორი საკითხი ჰქონდა.

„პირველი – ეს არის ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა და მეორე – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკაში ვიზიტი დღეს დაასრულა, რომლის ფარგლებშიც დელეგაციის წევრებმა შეხვედრები კონგრესმენებთან გამართეს.