LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფლება შვედურ პასპორტშია

100

თუკი გსურთ, რომ თავისუფლად იცხოვროთ, იმოგზაუროთ ვიზის გარეშე და დაბალი გადასახადები გადაიხადოთ, მაშინ შვედური პასპორტი უნდა გქონდეთ.

გამოცემა „Nomad Capitalist”-მა 199 ქვეყანა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით შეისწავლა და დაადგინა, რომ მსოფლიოში საუკეთესო პასპორტი შვედებს, ყველაზე ცუდი კი ავღანელებს აქვთ. შვედებს უვიზოდ მოგზაურობა 176 ქვეყანაში შეუძლიათ და ამავდროულად, მათი გადასახადებიც საკმაოდ დაბალია.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ის 2017 წლის რეიტინგის საუკეთესო 30-ეულშიც კი ვერ მოხვდა. ლიდერთა სიაში, შვედეთის გარდა ასევე ბელგია, გერმანია, ესპანეთი, იტალია და ირლანდია მოხვდნენ. ცხოვრება ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც საკმაოდ მარტივია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ანალოგიურ რეიტინგში გერმანია ლიდერობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები