LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფლების მეტროსთან დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

156

თავისუფლების მეტროსთან დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მეორე დაშავებული კი უკვე სახლში გაწერეს.

“2 პაციენტი შემოვიდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებით, ერთი გულმკერდის მარცხენა ნახევარში დაზიანებული იყო მარცხენა ფილტვის ენისებური სეგმენტი და ნეკნთაშუა სისხლძარღვები. პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია, მეორე პაციენტი შემოვიდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით მარცხენა მხრის არეში და ადგილობრივი ანესთეზიით ქირურგიული ჩრევა დასჭირდა,”- განაცხადა ჟურნალისტებთან ექიმმა ლაშ მაჭარაშვილმა.

შემთხვევა თავისუფლების მეტროსთან მოხდა. სამართალდამცავებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები