LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავსაბურავის გამო ლინდსი ლოჰანი აეროპორტში ხელმეორედ შეამოწმეს

125

ლინდსი ლოჰანს, რომელიც თურქეთიდან ლონდონის მიმართულებით მიემგზავრებოდა, ჰითროუს აეროპორტში  დამატებითი შემოწმების გავლა მოუწია. მსახიობის თქმით, თავდაპირველად ის გააჩერეს და პასპორტი მოსთხოვეს, როდესაც უსაფრთხოების მომსახურე პერსონალმა მისი სახელი ამოიკითხა, ბოდიში მოუხადა, თუმცა მოგვიანებით მან თავსაბურავის მოხსნა მოსთხოვა. ლოჰანის განცხადებით, მან მისი მოთხოვნა შეასრულა, თუმცა თავი სხვა ქალების ადგილას წარმოიდგინა, რომლებსაც მითითების შესრულება არ შეეძლოთ. „შოკი მივიღე“, – განაცხადა მსახიობმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღო თუ არა მართლა ისლამი, ლინდსიმ უპასუხა, რომ არ სურს საუბარი იმაზე, რაც ჯერ არ დასრულებულა. „შვებას ვგრძნობ არამარტო ყურანის, არამედ სხვა რელიგიის შესწავლითაც, ისევე, როგორც ეს მედიტაციაშია. ეს არის ის, რაც ჩემს სულს კვებავს, – ისლამის კულტურის, სხვა რწმენის შეცნობა. ბევრი ადამიანი გავიცანი, რომლებიც უკვე ჩემი ოჯახი გახდა“, – აღნიშნა მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები