LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავშეკავებულობის წესების დარღვევისთვის“ ქალი დააკავეს

57

საუდის არაბეთში „თავშეკავებულობის წესების დარღვევისთვის“ ქალი დააკავეს – მან რიადის ცენტრალურ ქუჩაზე აბაია გაიხადა,  გრძელი შემოსაცმელი, რომლის ტარება ქვეყანაში ყველა ქალს ევალება.

კონსევატიულ მუსულმანურ ქვეყანაში მოქმედებს ჩაცმის მკაცრი კანონები, ქალები არ მართავენ მანქანებს, ერიდებიან მამაკაცებთან კომუნიკაციას სახალხოდ.

არაბული ჟურნალის, ალ-შარქის ინფორმაციით, ქალი რელიგიის პოლიციამ დაასმინა.

„პოლიციელებმა დააკავეს გოგონა, რომელმაც ალ-ტალიას ქუჩაზე აბაია გაიხადა, რითაც რამდენიმე დღით ადრე სოციალური ქსელით დაანონსებული გამოწვევა დაიწყო,“ – ნათქვამია გაზეთის პუბლიკაციაში.

მედიის ინფორმაციით, ქალმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აპირებდა, ქუჩაში აბაიას გარეშე გასულიყო. გოგონა ქუჩაში შავი ჟაკეტით და გრძელი ნარინჯისფერი კაბით გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები