LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავში ჭიქა ჩამარტყეს, ღირსების დასაცავად იძულებული ვარ თანამდებობიდან გადავდგე – აფხაზეთის “ვიცე-პრეზიდენტი”

43

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გადადგომის მიზეზად მან გასულ კვირას მომხდარი ინციდენტი დაასახელა.

„ბევრ თქვენგანს სმენია ინციდენტზე, ჩხუბზე ჩემი მონაწილეობით. საჭიროდ მივიჩნევ ამაზე ვისაუბრო. შელაპარაკების შემდეგ ერთ-ერთი მამაკაცი ადგა და ზურგიდან თავში ჭიქა ჩამარტყა. იძულებული ვარ თანამდებობიდან გადავდგე, რათა ჩემი ღირსება დავიცვა. ჩემი გადადგომა არ ეხება პოლიტიკურ რეალიებს,“ – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ვიტალი გაბნია დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები