LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავზე ჩამოცმული ტომრებით თბილისში აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

60

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო სექტორია.აქცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წლისთავს მიეძღვნა. აქციის მონაწილეებს თავზე შავი ტომრები ჰქონდათ ჩამოცმული, რომელთაც #FreeAfgan ეწერა. სოლიდარობის აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ გასაჯაროვდეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ნათია თავბერიძემ განაცხადა, რომ საქმეს ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს იმიჯს ადამიანის უფლებების დაცვის თუ კანონის უზენაესობის კუთხით.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, გამოძიებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

„რაც დრო გადის, ეს უფრო ცუდად მოქმედებს ხელისუფლების იმიჯზე, რეპუტაციაზე, უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ცუდად მოქმედებს არა მარტო ხელისუფლების, არამედ ქართული საელმწიფოს იმიჯზე,“- განაცხადა სალაძემ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი გამოძიების გაჭიანურებასა და სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.

აქციაზე ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები