LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავზე ჩამოცმული ტომრებით თბილისში აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

55

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო სექტორია. აქციის მონაწილეებს თავზე შავი ტომრები ჰქონდათ ჩამოცმული, რომელთაც #FreeAfgan ეწერა.

ისინი სავარაუდო ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ ლაპარაკობენ.

სოლიდარობის აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ გასაჯაროვდეს ინფორმაცია, რა ეტაპზეა გამოძიება.

აფგან მუხთარლის გატაცებიდან ერთი წელი გავიდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი გამოძიების გაჭიანურებასა და სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები