LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს” – მიხეილ სააკაშვილი

50

კიევში, საკუთარი სახლიდან ქართველი ჟურნალისტი, თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

“მოიტაცეს ქართველი ჟურნალისტი, ერთერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ტელეარხის წარმომადგენელი, თამაზ შავშიშვილი, რომელსაც ჰქონდა აკრედიტაციაც და ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭირო არის უკრაინაში ყოფნისთვის. მას ხელბორკილები დაადეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს,” – წერს სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე.

 

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1750178805012493/

 

როგორც სააკაშვილი აცხადებს, გამტაცებლები შავშიშვილის ბინის გვერდზე რემონტს აკეთებდნენ და სპეცტანსაცმელში იყვნენ  გამოწყობილები. თამაზ შავშიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას აქტიურად აშუქებდა. სააკაშვილმა სხვა მსგავსი შემთხვევებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს პირველად არ ხდება.

„ასე ექცევა ამ ადამიანებს მატყუარა და მხდალი პრეზიდენტი, რომელსაც არ ადარდებს რომ აქ ადამიანები უკრაინისთვის იბრძოდნენ. ის საკუთარ შვილებს არ გააგზავნის საბრძოლველად. მას არ ადარდებს სიტყვის თავისუფლება. მას აქვს ტელევიზია და იტაცებენ ჟურნალისტს, რომლის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ინფორმაცია გაავრცელოს,“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები