LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისელთა 56% თბილისის განვითარებით უკმაყოფილოა – “ღია საზოგადოება – საქართველოს” კვლევა

87

სოციალური პრობლემები, ტრანსპორტი და ეკოლოგია –  “ღია საზოგადოება საქართველომ” თბილისის მოსახლეობის საჭიროებები გამოავლინა.

“თბილისელთა 56% მიიჩნევს, რომ ქალაქი არ ვითარდება სწორი მიმართულებით. ეს თავისთავად მნიშნელოვანია. მათთვის არის განსაკუთრებით პრობლემური საკითხები სოციალური დაცვა, ახალი მშენებლობები და ავარიული მშენებლობები, რომლებიც არსებობს თბილისში.

“რა თქმა უნდა, არის პოზიტიური შეფასებებიც. პოზიტიურ ველში მოხვდა ძირითადად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება,” -განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა.

გამოკითხვა ივლისის მეორე ნახევარში ჩატარდა და 3000-მდე რესპონდენტი მოიცვა.

კითხვები 3 ჯგუფისგან შედგებოდა. ცალ-ცალკე გამოიკვეთა ქალაქის, უბნებისა და რაიონების პრობლემები.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კვლევის მიზანი ამომრჩევლის მოლოდინების გარკვევა იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები