LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი არა, ბაქოს შანსი აქვს: ვინ უმასპინძლებს ფინალურ მატჩებს

34

ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის ფინალის მასპინძლობაზე უეფაში მხოლოდ ორი განაცხადი შევიდა. 2018-19 წლების სეზონის მთავარი მატჩის ორგანიზება ესპანეთისა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს სურთ.

ბაქო ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩასატარებლად უეფას ოლიმპიურ სტადიონს სთავაზობს, მადრიდი კი სტადიონ “მეტროპოლიტანოს”, რომელიც მომავალი სეზონიდან მადრიდის “ატლეტიკოს” ახალი არენა იქნება.

ბაქო ასევე პრეტენზიას აცხადებს 2018-19 წლების სეზონის ევროპალიგის ფინალის მასპინძლობაზე და აქ მისი კონკურენტები იქნებიან – სევილია (“სანჩეს პისხუანი”) და სტამბოლი (“ბეშიქთაშ-არენა”). შეგახსენებთ, რომ კანდიდატთა შორის თავდაპირველად თბილისიც იყო, თუმცა ამჯერად არჩევანი სხვა ქალაქზე შეჩერდება.

2019 წელს, ევროპის სუპერთასის მიღება სურთ: ასტანას, ტირანას, ტულუზას, ჰაიფას, ბელფასტს, გდანსკსა და სტამბოლს.

2018-19 წლების სეზონში ევროთასების ფინალების მასპინძელ ქალაქებს უეფა 21 სექტემბერს დაამტკიცებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები