LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ცენტრალთან 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

46

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი მამაკაცი კი შველას ითხოვდა.

დაჭრილის საავადმყოფოში გადაყვანა ერთ-ერთმა გამვლელმა სცადა, თუმცა მან გზაში ბევრი სისხლი დაკარგა, რის გამოც ის კლინიკაში მოგვიანებით სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა.

მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ექიმის თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ერთი პირი, მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები