LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი გასულ საუკუნეში და დღეს – “ფორტუნას” ფოტოკოლაჟი

1809

ავტომანქანებისგან თავისუფალი გზები, დაბალი შენობები,  გამწვანებული ქუჩები – ეს 70 წლების თბილისია.

ქალაქის იერსახის ცვლილება ფოტოებზე გაცილებით შთამბეჭდავი ჩანს.

„ფორტუნა“ გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, როგორ გამოიყურებოდა თბილისი გასული საუკუნის 70-იან წლებში და როგორ გამოიყურება დღეს.

 

ყოფილი სასტუმრო “აჭარა“, შენობას კაპიტალური რეკონსტრუქცია-რესტავრაცია ჩაუტარდა. შენობაში სასტუმროების ბრენდი Holiday Inn არის განთავსებული.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ყოფილი ვ. ი. ლენინის სახ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი

 

უბანი ვაკე თბილისს 1906 წლიდან შემოუერთდა. ინტენსიური განაშენიანება კი 20-იანი წლებიდან დაიწყო.

 

ე.წ. „ანდროპოვის ყურები“ ყოფილ „რესპუბლიკის მოედანზე“. ამჟამად „ვარდების რევოლუციის მოედანი“.

 

ქ. თბილისის ცენტრალურ მოედანს 1953 წელს ლენინის მოედანი დაარქვეს. 1990 წლიდან, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, მოედანს დაუბრუნდა ძველი სახელი – “თავისუფლების მოედანი”.

 

საქართველოს პარლამენტი – შენობის ზედა კორპუსი 1938 წელს აშენდა, მოგვიანებით, 1953 წელს, შენობას წინა ფასადიც დაემატა.

 

რუსთაველის გამზირი

 

გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე – შენობა 1957-61 წლებში აშენდა.

 

ფილარმონია – თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი 1971 წელს გაიხსნა.

 

თბილისის ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესია – ტაძარი აგებულია 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილზე.

 

თბილის რკინიგზის ცენტრალური სადგური “თბილისი ცენტრალი” – პირველი ცენტრალური სადგური თბილისში 1872 წელს აშენდა.

 

თბილისის ცირკი აშენებულია XX საუკუნის 1940-იან წლებში. კაპიტალური რესტავრაცია 2003 წელს ჩაუტარდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები