LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ჰაერის დაბინძურების ზონებად დაიყოფა

96

თბილისი ჰაერის დაბინძურების ზონებად დაიყოფა. როგორც ”ფორტუნას” გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგის უფროსმა, მარინა არაბიძემ განუცხადა, ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით თბილისში ჰაერის საშუალო დაბინძურების ინდექსია დაფიქსირებული. ჰაერის დაბინძურების კუთხით გამოიკვეთა რამდენიმე ტერიტორია. კერძოდ, მეტროსადგურ ”ისნის” მიმდებარე პერიმეტრი, მელიქიშვილის გამზირი, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის გამზირი და სხვ.

არაბიძის თქმით,  ჰაერის დაბინძურება 90%-ით ავტომანქანების გამონაბოლქვით არის გამოწვეული.  ”იმისთვის, რომ ჰაერი ნაკლებად დაბინძურდეს, საჭიროა საწვავის ხარისხის და მანქანების შემოწმება,  გზის საფარის მდგომარეობის შესწავლა, ასევე გამწვანების სამუშაოების ჩატარება” – აღნიშნა მან.

მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ დაბინძურების ზონებად დაყოფა, დედაქალაქში შესაბამისი ზომების გატარდებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები