LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვალა

103

„თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისის მერია” ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებასთან დაკავშირებით, 23 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დრობით შეცვლილი მარშრუტებით ივლის.

კერძოდ, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებას გააგრძელებენ 300 არაგველის ხიდისა და მარცხენა სანაპიროს გავლით. 

კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ბოლო გაჩერება ამაღლების ქუჩაზე იქნება.

ვაკე-საბურთალოდან და სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები მელიქიშვილის ქუჩიდან ფილარმონასთან ჩაუხვევენ კოსტავას ქუჩაზე და გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, გავლენ ბარათაშვილის ქუჩაზე.

როგორც „თბილისის მერიის” განცხადებაშია აღნიშნული, ხეთაგუროვისა და ჩიტაიას ქუჩებიდან სადგურისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ჩიტაიას, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით.

14633035_10153761415136537_7294515495386050744_n

1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები