LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი მშენებლობისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

96

ყველაფერი მშენებლობისა და ინტერიერის შესახებ ერთ საგამოფენო სივრცეში. 

გამოფენების ცენტრი “ექსპოჯორჯია” 26-29 აპრილს, გიწვევთ მშენებლობისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენაზე.

”ეს იქნება ერთი ღონისძიება მთელი სამშენებლო სექტორისთვის. Caucasus Build 2018 – ოთხ დღიანი ღონისძიებაა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 200-ზე მეტი კომპანია 12- ზე მეტი ქვეყნიდან, სხვადასხვა პროფილებით:  სამშენებლო და სარემონტო მომსახურება,  სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები, სამშენებლო მასალები, არქიტექტურა და საინჟინრო მომსახურება, დიზანი და პროექტირება, სახურავი და საფარი; ფასადი და მოპირკეთება, გარე სამუშაოები, ტიხრები, ჭერი, სართულები,  სტრუქტურა, სუბსტრუქტურა, კიბეები და ბალუსტრადები, ლანდშაფტი და მებაღეობა,  სხვა სამშენებლო პროდუქტები და მომსახურება,  ელექტროენერგია, ელექტრო და მექანიკური სისტემები”, – აცხადებენ  “ექსპოჯორჯიაში”.

მათივე ცნობით, პროგრამა პარალელურად დატვირთული იქნება სხვადასხვა სემინარებითა და წინასწარ დაგეგმილი B2B საქმიანი შეხვედრებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები