LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი მსოფლიოს 21 აუცილებლად სანახავი ქალაქების სიაშია

97

თბილისი National Geographic-ის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორისაა. გამოცემის სია – best trips 2018 – 21 ქალაქისგან შედგება.

გამოცემის Best Trips 2018-ის ჩამონათვალში თბილისი ისეთი ქალაქების გვერდით იკავებს ადგილს, როგორებიცაა სიდნეი, ვენა, დუბლინი, სან ანტონიო და სანტიაგო.National Geographic-ი თბილისში სამოგზაუროდ რამდენიმე მიზეზს ასახელებს.სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქალაქი სწრაფად ვითარდება და სწორედ ამიტომ გამოცემა მკითხველს ძველი თბილისის დროულად მონახულებას ურჩევს.

„რატომ წავიდეთ ახლა: გამოსცადე ძველი თბილისის ნამდვილი შარმი. ტრადიციული ქართული გამოცდილება – 24 საათიანი გოგირდის აბანოები, ხინკალი (მოხარშული ხორცი) და ადგილობრივი მოსახლეობის ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა. სპარსეთის, არაბული, ბიზანტიური, ოსმალეთის, რუსული და საბჭოთა ოკუპაცია გავლენას ახდენს თბილისის არქიტექტურაზე”, – ნათქვამია National Geographic-ის სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები