LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისი მუდამ ითმენს მკვლელებს და ნაძირლებს…გუშინ რაც მოხდა, ამის გაგრძელება იცით რა იქნება? “

106

მსახიობი ირაკლი ჟვანია თბილისში, ხორავას ქუჩაზე , სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას სოციალური ქსელიდან ეხმაურება. ის ბავშვობაში მომხდარ ტრაგიკულ ამბავს იხსენებს, როდესაც მისი კლასელი წყნეთში დანებით დაჩეხეს. მისივე თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ, მკვლელები სათანადოდ არ დასჯილან, პირიქით, ძალადობას კვლავ აგრძელებდნენ. ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ თბილისი მუდამ ითმენს მკვლელებს და ნაძირლებს და ამ ფაქტს გუშინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიაც ვერ შეცვლის.

 

ჩვენს ბავშვობაში მოხდა ტრაგედია, რამოდენიმე არაკაცმა დანებით წყნეთში დაჩეხეს ჩვენი კლასელი, ულამაზესი სპორტსმენი ბიჭი…შეძრული იყო მაშინ ქალაქი ამ მკვლელობით…ცოტა ხანში ის მკვლელები მრგვალ ბაღთან ბირჟაობდნენ, სხვებს საქმეებს ურჩევდნენ…მერე საძმოც გააკეთეს, ვერა-ვაკეში ხალხს ატერორებდნენ და აუთავებდნენ….მერე რა, აიტანა თბილისმა… ბევრი მათგანი დღეს პოლიტიკოსი ან ბიზნესმენია, ბევრი ტელევიზიით სხვებს ჭკუას ასწავლის, ოკუპაციასთან მებრძოლიცაა, ზოგი წამლისგან გარდაცვლილია ან მოკლულია მისნაირივე ნაძირალის ხელით…
….. თბილისი მუდამ ითმენს მკვლელებს და ნაძირლებს….გუშინ რაც მოხდა, ამის გაგრძელება იცით რა იქნება? იმ ნაძირალა მკვლელს, თუ დაიჭირეს, ჩაუწყობენ ვადის შემცირებას, მერე ციხეში შევა „კაი ბიჭის“ სახელით, იქაც იბლატავებს, მისი ძმაკაცები პადაგრევებს შეუგზავნიან, შავი რეიბანებით ბირჟას გაამაგრებენ და აბა ვინმემ გაბედოს და უთხრას რომ „ მკვლელი ხარ შენი დედა @@@@!“, გავა ათი ან მეტი წელი, გამოვა ის მაიმუნი ციხიდან, ძმები უყიდიან „პორშ კაიენს“ და ნაშასთან ერთად შარდენზე ლაუნჯში წამოწვება….
არასდროს არ შეეშინდება იმის რომ მკვლელია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არავის არაფრის არ ეშინია. ამ ქვეყანაში ყველას გვყავს ახლობლებში ან ნაცნობებში მკვლელები ყაჩაღები ნარკომანები, ვთამაშობთ კანონიერ ქვეყანას და საძმოს ტიპები პოლიტიკოსები არიან, ქმრის მკვლელობაზე ციხეში ნაჯდომი ქალი ტელეწამყვანია, როგორც ნიკო წერდა „….ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს…“.
ყველაზე მეტი ქურდი მსოფლიოში საქართველოდანაა, ას მილიონიან ერებს ვუსწრებთ ამ საქმეში, სამაგიეროდ მაღალი დონის მხატვარი ან მუსიკოსი ათი- ოცი კაცი თუ მოიძებნება…
მენტალურად კტიმინალური ერი და საზოგადოება ვიყავით და ვართ. მკვლელი ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ჩვენ კიდევ უარესი ვართ მაგათ მიმართ „ ვა პრივეტ რავახარ ძმაოთი…“.
ხოდა გუშინ ის პატარა ბიჭი შეეწირა „კაი ბიჭს“, ეხლა მისი საძმო რომ ზის და
გეგმებს აწყობენ როგორ ჩააწყობენ პროკურატურაში და სასამართლოში საქმეს….
ია და ვარდების ქალაქი.
კაი ბიჭების ქალაქი.
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ხომ ჯონდომ ბონდო დააორსულა….

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10210318865832340&set=a.10201580014326514.1073741827.1362527918&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები