LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი ოფენ ეარი“ 16 ივნისს იწყება

163

მუსიკალური ფესტივალი „თბილისი ოფენ ეარი“ უამრავ ქართველ თუ უცხოელ მუსიკოსს 16 ივნისიდან უმასპინძლებს. ღონისძიებას „ალეტრვიჟენ ჯგუფი“ წარმოგიდგენთ, ტრადიციულად, ყოველ წელიწადს. „თბილისი ოფენ ეარი“ 16-18 ივნისის განმავლობაში ახალი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართება.

15 ივნისის ჩათვლით შეძენილ ბილეთებზე (დღიური – 60 ლარი, აბომენენტი – 150 ლარი), მოქმედებს „თიბისის“ სპეციალური შეთავაზება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ბანკის ბარათების მფლობელებს ბილეთის ან აბონემენტის 10% უკან დაერიცხებათ. 16 ივნისიდან, კარზე ბილეთის ფასი შენარჩუნდება, მაგრამ 10%  უკან აღარ დაბრუნდება.

როგორია ფესტივალის სამდღიანი პროგრამა? სხვადასხვა სცენაზე იხილავთ შემდეგ არტისტებს – „ანათემა“, „სევდალიზა“, „ბექვორმერი“, „დაგდაგანი“, ნინო ქათამაძე და „ინსაითი“, „რიპერტონი“, ბაჩო, კობერტი, კოზმანა, ელდარიო ბანიშტა, „სფეის ტერიაკი“, დიმიტრი, მარკუსი, ტაბუ, ნოქსირონი, „სოფთ ეჯექტი“, „ლაუდსპიკერსი“, ეკო და ვინდა ფოლიო, Archive, „იანგ ჯორჯიან ლოლიტას“, SF-X, მოკუმოკუ და სხვანი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები