LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელა” უმასპინძლებს

150

29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით თბილისი მერვედ უმასპინძლებს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელა”.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ევროპის საბავშვო ფილმების ასიციაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, თბილისის მერია და სხვა ორგანიზაციები.

პროექტის მიზანია აღმოაჩინოს, წაახალისოს და საზოგადოებას გააცნოს კინოხელოვნების მოყვარული ნიჭიერი ბავშვები და მათი შემოქმედება, აგრეთვე გამარჯვებულები წარადგინოს საერთაშორისო კინოფორუმებსა და ფესტივალებზე.

ფესტივალში მონაწილეობენ 18 წლამდე ასაკის მოზარდები, როგორც საქართველოდან ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფესტივალის მონაწილეები წარადგენენ დამოუკიდებლად შექმნილ, 7 წუთამდე ქრონომეტრაჟის ანიმაციურ, დოკუმენტურ ან მხატვრულ ფილმებს, ხვდებიან გამოჩენილ კინომოღვაწეებს, პრაქტიკოს კინომუშაკებს და ადგილზე ეცნობიან თანამედროვე კინო-ტექნოლოგიებს, აგრეთვე მონაწილეობენ კინო-ეტიუდებში და სწავლობენ სინთეზური მუშაობის უნარ-ჩვევებს.

საფესტივალო (საკონკურსო) ფილმები შეირჩევა სელექციის შემდეგ . აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე საკონკურსო ნამუშევრებს არ მოეთხოვება გადაღების (ფორმატის) მაღალი ხარისხი. ფილმებს აფასებს ჟიური. ჟიურის შეფასების პრიორიტეტია მოზარდის იდეა, მისი გადწყვეტის ფორმა და ხერხი.

2011 წლიდან დღემდე, ფესტივალში მონაწილეობდა 500 მდე კონკურსანტი, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე უცხოეთიდან ვფიქრობთ 2018 წელი განსაკუთრებული იქნება „ოქროს პეპელას” ისტორიაში. წელს ფესტივალზე შემოსული უცხოური ფილმების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა . სულ ფესტივალზე წარმოდგენილია 82 ფილმი, აქედან 47 უცხოური და 45 ქართული

წელს ფესტივალი ეძღვნება გამოჩენილი ფრანგი კინორეჟისორის ალბერ ლამორისის შემოქმედებას, ამასთან დაკავშირებით საფრანგეთიდან საპატიო სტუმრის რანგში ფესტივალს ეწვევა ალბერ ლამორისის შვილი – პასკალ ლამორისი.

 

საფესტივალო პროგრამა:

29 მაისი

ფესტივალის მონაწილეთა რეგისტრაცია 9:00 – 10:00 (საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზი – ვაჟა ფშაველას #1)

საზეიმო გახსნის ცერემონია და საკონკურსო ფილმების ჩვენება 10:00 – 15:00 (საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზი – ვაჟა ფშაველას #1)

ექსკურსია კინოსტუდია „ქართულ ფილმში” და მასტერკლასი 15:00 – 17:00 (ახმეტელის ქ. # 10)

30 მაისი

– საკონკურსო ფილმების ჩვენება და სექციური მუშაობა – ვორქშოპები 9:00 – 16:00 მოზარდ მაყურებელთა თეატრი – (დ.აღმაშნებლის #99)

ვორქშოპი „თანამედროვე კინო ტექნოლოგიები” 17:00 – 19:00 ევროპული სკოლა – (ა. ყაზბეგის 34 – გ)

31 მაისი

პრაქტიკული გადაღებები 10:00 – 15:00 თბილისის ბოტანიკური ბაღი – (ბოტანიკურის ქ. # 1)

გადაღებული მასალის მონტაჟი და პრეზენტაცია (31 მაისი 15:00 – 19:00 ევროპული სკოლა – ყაზბეგის #34 – გ)

1-ელი ივნისი

18:00 – 20:00 დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია – წითელი ხალჩა

ევროპული სკოლა – (ა. ყაზბეგის 34 – გ)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები