LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი საქმიანი ტურიზმის გამოფენას უმასპინძლებს

42

მაისში თბილისი საქმიანი ტურიზმის გამოფენას უმასპინძლებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ინიციატივით, B2B Workshop-ის ფორმატის ფარგლებში IMG MICE Geography Show, სწორედ საქართველოში მოეწყობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ექსპონანტ ქვეყნებად წარმოდგენილი არიან, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ასევე დსთ-ს სხვა სახელმწიფოები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის სფეროში მომუშავე წამყვანი 100-მდე უცხოური კომპანია. “გამოფენის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები. საქართველოში IMG MICE Geography Show-ს ჩატარების მიზანია საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი გახდეს“, – განმარტავენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

პროექტის დეტალები ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებმა გააცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები