LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში ხორციელდება

113

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე არსებულ ხიდზე, ხიდების მოვლა-შენახვის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდზე მიმდინარე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულ მონაკვეთზე ცალხმრივად შეზღუდულია.

მიმდინარე სამუშაოები, 10-12 დღის განმავლობაში დასრულდება.