LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ158 მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა

31

ინტენსიური თოვის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები