LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ბრიუსელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

119

ქართული ავიაკომპანია Georgian airways ბრიუსელის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 25 მარტიდან იწყებს.

ფრენები კვირაში ორჯერ ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.

ამ დროისთვის 25 მარტის ბილეთი 300 დოლარია (ერთი გზა).

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიის 2018 წლის გეგმაში პირდაპირი რეისების დანიშვნა პარიზის, ბარსელონას, ბერლინის და ბოლონიის მიმართულებითაც იგეგმება.

2017 წლის გაზაფხულზე Georgian Airways-მა პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ლონდონისა და პრაღის მიმართულებითაც დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები