LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან გორისკენ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

40

თბილისი-გორი, გორი-თბილისის მიმართულებით, 30 და 31 აგვისტოს, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სავალი ნაწილის დროებითი შევიწროვება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 23 აგვისტოს №MIA 4 17 02024283 წერილით შეთანხმებული საგზაო მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემების შესაბამისად განხორციელდება.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 40კმ-ზე მდ. ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე ორივე მიმართულებით, ნაცვლად 2017 წლის 29-30 აგვისტოსი, განხორციელდება 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისი-გორის მიმართულებაზე, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე, ხოლო 31 აგვისტოს გორი-თბილისის მიმართულებაზე, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები