LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ჰავანას მიმართულებით ფრენები იწყება

95

თბილისიდან ჰავანას მიმართულებით ფრენები იწყება. ავიარეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი განახორციელებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფრენები კუბის დედაქალაქისკენ 20 დეკემბრიდან დაიწყება და ტრადიციულად სტამბოლის გავლით შესრულდება. ავიაბილეთზე კი წამახალისებელი ფასები იმოქმედებს და ღირებულება 613 ევროდან დაიწყება.

გარდა ამისა, კომპანიაში განმარტეს, რომ ამ ეტაპზე Turkish Airlines-ი მომხმარებელს სპეციალურ აქციებს სთავაზობს. ”18 დეკემბრამდე მოქმედებს აქცია სტამბოლის მიმართულებაზე, ორმხრივი ბილეთის ფასი 119 ევროს შეადგენს. ფრენის პერიოდი არის 2017 წლის 31 მარტამდე.
ასევე, სპეციალური ფასდაკლებები მოქმედებს 18 დეკემბრამდე შორეული აღმოსავლეთის რეისებზეც: პეკინი, შანხაი, გუანჯოუ, ჰონგკონგი, ტოკიო, ბანგკოკი, სინგაპური, სეული – ორმხრივი ბილეთის ფასი, მოსაკრებლების ჩათვლით, 512 ევროდან იწყება”, – აღნიშნეს კომპანიაში.

ცნობისთვის, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines ამ პერიოდისთვის მსოფლიოს 295 მიმართულებით ახორციელებს რეისებს. საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია გაფრენა 295 მიმართულებით.
ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული კომპანია 1997 წლიდან დაფრინავს და ყოველდღიურად სრულდება 4 რეისი სტამბოლის მიმართულებით – 3 ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ერთიც საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები