LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან კუბას დედაქალაქისკენ ფრენები უკვე დაიწყო: რა ღირს ბილეთი?

221

თბილისიდან ჰავანას მიმართულებით ფრენები დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ავიარეისი ტრანზიტულია და ის სტამბოლის გავლით სრულდება.

”თბილისიდან ჰავანას მიმართულებით გადაადგილებას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines უზრუნველყოფს. ავიარეისი კვირაში სამი სიხშირით, თბილისიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს განხორციელდება”, – განმარტეს აეროპორტების გაერთიანებაში.

მათივე ინფორმაციით, კუბას დედაქალაქისკენ პირველი ავიარეისი თბილისიდან 19 დეკემბერს შესრულდა. ბილეთების დაჯავშნა და ყიდვა მომხმარებელს, Turkish Airlines-ის ვებ-გვერდის საშუალებით, ან კომპანიის ოფისში შეუძლია.

როგორც Turkish Airlines -ში აღნიშნეს, ავიაბილეთზე წამახალისებელი ფასები მოქმედებს და ღირებულება 613 ევროდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები