LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან მეხიკოს მიმართულებით ავიარეისი დაინიშნება

85

თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მომხმარებელს სპეციალურ აქციებს სთავაზობს.

აქცია მოქმედებს სტამბოლის მიმართულებაზე – ორმხრივი ბილეთის სრული ღირებულება შეადგენს 119 ევროს ექვივალენტს ლარში. ბილეთის შეძენა შესაძლებელია 19 თებერვლამდე, ხოლო ფრენა – 30 აპრილამდე.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 19 თებერვლამდე ფასდაკლება მოქმედებს ასევე Turkish Airlines-ის აზიისა და შორეული აღმოსავლეთის თითქმის ყველა მიმართულებაზე. აქციის ფარგლებში, ფრენა უნდა შესრულდეს 30 აპრილამდე.

”ამასთან, გვაქვს კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე მომხმარებლისთვის. საქართველოდან დავამატეთ ახალი მიმართულებები, რომლებიც ქართული ბაზრისთვის აქტუალურია. ეს მიმართულებებია: სეიშელის კუნძულები, მადაგასკარი, მავრიკია, ზანზიბარი, კუბა, კარაკასი (ვენესუელა), ხოლო უახლოეს მომავალში კი Turkish Airlines-ი გეგმავს რეისების გახსნას ფჰუქეტისა და მეხიკოს მიმართულებითაც”, – განმარტეს ავიაკომპანიაში.

მათივე ცნობით, Turkish Airlines-ისთვის 2017 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია თბილისის მიმართულების გახსნის 20 წლისთავს აღნიშნავს.

შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს და ყოველდღიურად სრულდება 4 რეისი სტამბოლის მიმართულებით – სამი ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ერთიც საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 296 მიმართულებით გაფრენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები