LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან პარიზისკენ ფრენა გაიაფდა – აქცია მოგზაურებისთვის

64

თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებაზე დღეიდან ფასდაკლების აქცია იწყება. უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA -ის (“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები” ) ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია 2 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მოგზაურობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში. საფრანგეთის დედაქალაქის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი (ორი გზა) 214 ევროს შეადგენს.

FlyUIA-ს ინფორმაციითვე, ავიაკომპანია ევროპის მიმართულებებზე ყოველკვირეულ კვლავ აქციას აგრძელებს. თბილისიდან ევროპის ერთ-ერთ მიმართულებაზე ფასდაკლების აქცია ყოველ ორშაბათს იწყება, რომლის ფარგლებშიც ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე  www.flyuia.com

ცნობისთვის, ავიაკომპანია “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები” 1992 წელს  დაარსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები