LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენის სიხშირე გაიზარდა

59

თურქეთის ფლაგმანმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენის სიხშირე გაზარდა. როგორც ”ფორტუნას” ავიაკომპანიიდან აცნობეს, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დაემატა ახალი რეისები და ამჟამად კვირაში 24 რეისი სრულდება, ხოლო  3 სექტემბრიდან – ფრენის სიხშირე 25 რეისამდე გაიზრდება. ჯამში, საბიჰა გოქჩენის აეროპორტის მიმართულებით შესრულებულ რეისებთან ერთად,  თბილისიდან სტამბოლში კვირაში 32 რეისი განხორციელდება.

”სიახლე გვაქვს ჩვენი მომხმარებლისთვის- გავზარდეთ ფრენის სიხშირე სტამბოლის მიმართულებით. აქამდე, თბილისიდან ათათურქის აეროპორტში „თურქიშ აირლაინსი“ დაფრინავდა კვირაში 21-ჯერ, ხოლო სტამბულის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში კვირაში 7 სიხშირით”, – განმარტეს თურქეთის ფლაგმან ავიაკომპანიაში.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ზაფხულს, როგორც ”ფორტუნას” Turkish Airlines-ში განუცხადეს, მათი ავიაკომპანიით ქართველი მომხმარებლები ყველაზე აქტიურად შენგენის ქვეყნებში გადაადგილდებოდნენ. აღნიშნულ ფაქტს ავიაკომპანიაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირებენ.

შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 296 მიმართულებით გაფრენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები