LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში სოციალური მომსახურების მუშაკი მივიდა

229

თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე პროცესებს სოციალური მომსახურების სააგენტოც შეისწავლის. სოციალური მუშაკი სკოლაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

მისი განმარტებით, გამოძახება სააგენტოს ცხელ ხაზზე შევიდა.

“მოვედით, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში. გავესაუბრებით სკოლის ხელმძღვანელობას, ბავშვებს და ამის შემდეგ ვნახავთ ბავშვებზე ძალადობას ხომ არ ჰქონია ადგილი. ჩვენ განათლების სამინისტროსთან და მანდატურებთან ერთად ვმუშაობთ,” – განაცხადა სოციალურმა მუშაკმა, თეა ელიზარაშვილმა.

67-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მოსწავლეების ნაწილი სკოლის პედაგოგის გათავისუფლებას აპროტესტებს. მათი განმარტებით, დირექტორმა გადაწყვეტილება პირადი ინტერესის გამო მიიღო.

სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლები კი ამბობენ, რომ ქიმიის მასწავლებელი, რომლის გათავისუფლებაც იგეგმება, არაერთხელ არის შემჩნეული ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაში და ამის მტკიცებულებებს დისციპლინური კომიტეტი იკვლევს.

პოპულალურები