LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

61

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილისის 67-ე საჯარო სკოლის შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, სამინისტროში შესული არაერთი საჩივრის საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს, დაახლოებით, თვე-ნახევრის განმავლობაში სწავლობდა. შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა.

შიდა აუდიტის ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული,” – ნათქვამია დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირიდან 67-ე სკოლაში, პერიოდულად, მე-7-8-9 კლასებში საგაკვეთილო პროცესი წყდება. ამის მიზეზი ისაა, რომ მასწავლებელთა ნაწილი გაკვეთილებს არ ატარებს. მათი უკმაყოფილება ქიმიის მასწავლებლის გათავისუფლებას მოჰყვა, რის შესახებაც ინფორმაცია დირექტორმა წინ დაადასტურა.

თბილისის 67-ე სკოლის დირექტორის გათავისუფლება “ფორტუნას” განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები