LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” წელს ნოემბერში გაიმართება

60

”თბილისის აბრეშუმის გზის” მეორე ფორუმი წელს ნოემბერში გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება მაღალი დონის შეხვედრებისთვის პლატფორმის შექმნას ემსახურება.

მისივე თქმით, ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ბიზნეს კონტაქტების დამყარება, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა.

დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაიში, საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმზე იმყოფება, სადაც ჩინური მხარის წარმომადგენლები თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პირველად გასული წლის 15-16 ოქტომბერს გაიმართა, რომელის თანაორგანიზატორი სწორედ ჩინური მხარე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები