LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტიდან რუსული კომპანია ახალი მიმართულებით იფრენს

132

29 აპრილიდან რუსული ავიაკომპანია S7 ნოვოსიბირსკი-თბილისი-ნოვისიბირსკის  მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებას იწყებს.

“ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, ავიაკომპანია ფრენებს ყოველ შაბათს,  აირბას A320 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.

რუსული ავიაკომპანია S7 თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენებს 2010 წლიდან, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს 2011 წლიდან ახორციელებს.