LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობაში 60 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო

87

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ჩვენი ქვეყნის საჰაერო კარიბჭე, ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიშკარი ქვეყანაში შემოსვლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.

პრემიერმა მგზავრების ნაკადის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ როგორც საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტებში, მგზავრთა 48%-იანი ზრდა გვაქვს.

“სტატისტიკა მოწმობს მგზავრთა ნაკადის მზარდ ტენდენციას, რომელიც გვაქვს ქვეყნის სამივე აეროპორტში. უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა წინა წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა 43%-იანი ზრდა გვაქვს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – 56%-იანი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი, 82%-იანი ზრდა გვაქვს. ჯამურად, საქართველოს ყველა აეროპორტში, როგორც სამივე საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტებში, მგზავრთა 48%-იანი ზრდა გვაქვს”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, თბილისის აეროპორტში ფრენები უკვე 42 ავიაკომპანიის მიერ 45 მიმართულებით განხორციელდა.

”სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ იქცა რეგიონის საავიაციო ბაზარზე. ჩვენ ეს განსაკუთრებით გვახარებს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საერთაშიროსო აეროპორტი არის ჩვენი ქვეყნის საჰაერო კარიბჭე, ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიშკარი ქვეყანაში შემოსვლისთვის”, – განმარტა კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ,ტავ ჰოლდინგმა“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება-მშენებლობაში 60 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. გაფართოვდა გაფრენის დარბაზი, ტერმინალს დაემატა გასასვლელი ხიდები, მოეწყო ახალი ავტოსადგომი და ავტობუსების გასასვლელები, რაც უზრუნველყოფს ეფრო ეფექტიან მომსახურებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები