LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტის მოსაკრებელი კიდევ 2–ჯერ გაიზრდება

68

„ტავ-ჯორჯიასთან“ მოსაკრებლის გაზრდა არის ოპტიმალური, ახალი ვარიანტი,  რომელსაც მივაღწიეთ მათთან კონტრაქტის გადახედვის შედეგად”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, კონტრაქტის პირველი ვარიანტი კაბალური იყო, ახალი ვარიანტი კი უფრო მოსახერხებელია.

გვახარია საზოგადოებას ჰპირდება, რომ მოსაკრებლის გაზრდა ბილეთის ტარიფზე სერიოზულად არ აისახება.

“კონტრაქტის ძველ ვარიანტში „ტავ-ჯორჯიას“ უფლება ჰქონდა ფასები გაეზარდა ყოველ წელს  2  დოლარით.  დღეს ახალი კონტრაქტის პირობებში ეს უფლება ჩაკეტილია მხოლოდ და მხოლოდ  2-ჯერ ფასების გაზრდით ორ-ორი დოლარით.  შესაბამისად, ფასები შესაძლებელია 20-დან 24-ზე გაზრდის. მე გეუბნებით და გპირდებით,  ამას სერიოზული ასახვა ბილეთის ტარიფებზე არ ექნება.  კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ეს პოზიტიური ცვლილებაა ძველ კონტრქტთან შედარებით. სამინისტრომ მოლაპარაკების შედეგად მიაღწია იმ შედეგს,  რომ დარჩენილ  10  წელიწადში მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ გაიზარდოს ფასი.

ჩვენ გვქონდა ბიზნესთან შეხვედრა,  როცა ამ კონტრაქტზე ვმუშაობდით და ზუსტად ამ ავიაკომპანიებმა კონტრაქტში შეტანილი ცვლილებების შედეგად მიაღწიეს ყველაზე მეტ სარგებელს”,– განაცხადა გვახარიამ.

2017 წლის 1 მარტიდან აეროპორტის მოსაკრებელი იზრდება. ხელშეკრულებით გაფორმებული პირობების მიხედვით, კომპანია მოსაკრებელს პირველ ეტაპზე 22-დან 24 დოლარამდე ზრდის.

2023 წლის პირველი მარტიდან კი აეროპორტის მოსაკრებელი 25 აშშ დოლარი გახდება.
,,აეროპორტის მოსაკრებელი დღეისთვის 22 აშშ დოლარს შეადგენს. შპს ”ტავ ურბან საქართველო“-სა და შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ,,ტავ ჯორჯია” უფლებამოსილია გაზარდოს აეროპორტის მოსაკრებელი, რომლის რაოდენობა და პერიოდი მკაცრად არის გაწერილი ხელშეკრულებით და ის განისაზღვრება შემდეგი პროპორციით: 2017 წლის 1 მარტს მოსაკრებელი გაიზრდება 2 აშშ დოლარით – გახდება 24 აშშ დოლარი. 2023 წლის 1 მარტს მოსაკრებელი გაიზრდება 1 აშშ დოლარით – გახდება 25 აშშ დოლარი”, – განაცხადეს ,,ტავ ჯორჯიაში”.

პოპულალურები