LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტის რეაბილიტირებული შუქ-ტექნიკური სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა

87

დღეიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტირებული შუქ-ტექნიკური სისტემა ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში.

საქართველოს მთავარი აეროპორტის შუქ-ტექნიკური სისტემა ეკონომიკის სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” ჩეხური კომპანიის თვითმფრინავ-ლაბორატორიას შეამოწმებინა. საფრენოსნო შემოწმება გულისხმობს ობიექტის შემოფრენას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც აგროვებს მონაცემებს მისი გამართულად მუშაობის შესახებ. საფრენოსნო შემოწმების აღნიშნული წესები და სტანდარტები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ არის დადგენილი.

ჩეხური კომპანია Air Navigation Service of Czech Republic-ის საფრენოსნო შემოწმება შპს „საქაერონავიგაციას” მისცემს შესაძლებლობას, მოახდინოს ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის პრევენცია და ამით შეინარჩუნოს ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონე საქართველოს საჰაერო სივრცეში.

შეგახსენებთ, რომ შუქ-ტექნიკური სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, არსებული, პირველი კატეგორიის განათების სისტემა შეიცვალა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანათებით. შედეგად, დღეისათვის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ICAO-ს მეორე კატეგორიის, უახლესი განათების სისტემა აქვს, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში და საშუალებას მისცემს აეროპორტს დაბალი ხილვადობის და არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში უპრობლემოდ მიიღოს საჰაერო ხომალდები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები