LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

44

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარეობს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მგზავრთა რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. მოხდა მგზავრების ევაკუაცია, დეტალურად შემოწმდა აეროპორტის ორივე ტერმინალი და მიმდებარე ტერიტორია. მყისიერად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მიღებული შეტყობინება სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად, ყველა რეისი აღდგენილია. მგზავრთა რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო,-აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები