LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

110

საქართველოში შემოსვლისას უკრაინიდან და საბერძნეთიდან დეპორტირებული ორი ე.წ. კანონიერი ქურდი თბილისის აეროპორტში დააკავეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაცით, ორივე მათგანი სამართალდამცველებმა საზღვრის გადმოკვეთისთანავე, სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით დააკავეს, რაც კანონიერ ქურდობას გულისხმობს.

კერძოდ, უკრაინიდან საქართველოში გამოადეპორტეს ბ. ფანცულაია, ხოლო საბერძნეთიდან – ხ. ხრდიანი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა.

საზოგადოებრივი დაკავების საფუძვლებზე შსს- დან ინფორმაციას ელოდება.

რაც შეეხება ბოლო დროის სტატისტიკას- ბოლო 4 წლის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 223 პრიმა მუხლის საფუძველზე, 59 ბრალდების საქმე განიხილა, საიდანაც კანონიერ ქურდობაში 20 ბრალდებული გამართლდა, 39 კი, ბრალი დაუდასტურდა. ეს სტატისტიკა რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოებრივს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა გააცნო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები