LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში ,,ემბრაერის’’ უახლესი მოდელის პრეზენტაცია გაიმართა

103

,,ჯორჯიან ეარვეისის’’ მოწვევით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ,,ემბრაერის’’ უახლესი მოდელის, Shark“ E190-E2 პრეზენტაცია გაიმართა.

თვითმფრინავი, რომლის ბორტი 104 მგზავრზეა გათვლილი ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა და Embraer Commercial Aviation-ის ევროპის, რუსეთის და ცენტრალური აზიისა და ლიზინგის ვიცე-პრეზიდენტმა მარტინ ჰოლმსმა წარადგინეს. ამის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის თბილისიდან ბათუმის მიმართულებით საჩვენებელი ფრენა მოეწყო.

„ემბრაერის“ სამი მოდელი ,,ჯორჯიან ეარვეისის’’-ის მომხმარებლებს უკვე ემსახურება. 2019 წლისთვის კი, ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტს კიდევ ხუთი უახლესი თვითმფრინავი შეემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები