LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობა იხსნება

97

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ შენობას და სასწავლო ცენტრს გახსნის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გახსნის ცერემონიას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რეგიონალური დირექტორი ლუის ფონსეკა ალმეიდა, ევროკონტროლის დირექტორი ეამონ ბრენანი, ესპანური კომპანია კომპანია INDRA-ს პრეზიდენტი ფედერიკო რუედა, სამოქალაქო ავიაციისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საჰაერო მოძრაობის ახალი ცენტრის მშენებლობისა და მისი თანამედროვე სისტემით აღჭურვის საჭიროება საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ნაკადების უპრეცედენტო ზრდის გამო დადგა. თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ცენტრში დამონტაჟებულია ესპანური კომპანია INDRA-ს წარმოების ახალი თანამედროვე სისტემა. შენობის პროექტი არქიტექტურულ კომპანია „ლებო“-ს ეკუთვნის, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კომპანია „დაგი“-მ შეასრულა. მართვის ახალ სისტემაზე გადასვლა „საქაერონავიგაციას“ მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გაზარდოს საჰაერო სივრცის დატვირთვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები