LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში სასტუმროს ასაშენებლად უძრავი ქონება იყიდება

43

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისში, აეროპორტში მდებარე 12 653  კვ.მ არსებული უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა. ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება1 841 000 ლარს შეადგენს.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 120 ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა და მისი ფუნქციონირების დაწყება.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/518222

ამასთან შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულია 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონზე მეტს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები