LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აგრარული ბაზრები მოწმდება – დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი

113

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მაღალი რისკის სურსათის – ხორცისა და რძის პროდუქტების სექციებზე. მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება და მიკვლევადობა.

მათივე ინფორმაციით, ამჯერად გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი, რომელთაგანაც ორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარე წელს საქართველოს აგრარულ ბაზრებში 161 ბიზნესოპერატორის ინსპექტირება განხორციელდა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 200-ზე მეტი ობიექტი, დაჯარიმდა 53, რომელთაგანაც 4 – რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, ხოლო 18 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შეუსაბამობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი მითითებები და უმეტესობას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ საქმიანობის უფლება აღუდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები