LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ახალი მთავრობა გეგმავს რკინიგზის პროექტი სხვა ფორმით განხორციელდეს

99

ძალიან ბევრი ეკონომიკური პროექტის განხორციელებას ვაპირებთ არა მხოლოდ ბიუჯეტიდან, არამედ ინვესტიციების მოზიდვისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარების გზით, – ამის შესახებ თბილისის ვიცე – მერობის კანდიდატმა ირაკლი ხმალაძემ, დღეს თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

ხმალაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, თუ რას აპირებს თბილისის ახალი მთავრობა საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით. საუბარი იყო ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების შესახებაც. ხმალაძის თქმით, მათ აქვთ გეგმა, როგორ წარმოაჩინონ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროგრამა ეკონომიკურად მისაღები ბიზნეს სექტორისათვის, რათა ამ ტიპის ინფრასტრუქტურის ახლით ჩანაცვლება მოხდეს.

სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მას ასევე კითხვით მიმართეს შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით, კერძოდ რას აპირებს თბილისის ახალი მთავრობა ამ მიმართულებით.

„რაც შეეხება შემოვლით რკინიგზას, 140 მილიონ დოლარზე მეტი იყო დახარჯული იმ პირობებში, როდესაც პროექტის ეკონომიკური ანალიზი გაკეთებული არ ყოფილა. 2-3 წლის წინ ჩატარებულმა აღნიშნული პროექტის ანალიზმა აჩვენა, რომ მისი განხორციელება უბრალოდ არ შეიძლება. 23 მილიონი ლარით იზრდებოდა რკინიგზის ყოველწლიური საოპერაციო ხარჯები და სწორედ ამიტომ, ეს პროექტი შეჩერდა. ასევე ტვირთების გამტარუნარიანობას ამცირებდა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძემ მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს ამ პროექტის შეჩერებას პოლიტიკურ ჭრილში ნუ განიხილავენ. მისივე თქით, თბილისის ახალი მთავრობა გეგმავს რკინიგზის პროექტი სხვა ფორმით განხორციელდეს.

„ვაპირებთ რაიმე ფორმით, უფრო კომფორტულ ჩარჩოებში მოექცეს ქალაქი – ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთში შეიძლება რკინიგზამ მიწისქვეშ გაიაროს. ქალაქის მთავრობაში მოსვლის შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები