LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ავტომუზეუმში XX საუკუნის ავტომობილების პრეზენტაცია გაიმართა (ფოტოები)

44

თბილისის ავტომუზეუმში განახლებული „გაზ“ 4-ისა (1933 წ.) და „გაზ“ M1-ის (1936) პრეზენტაცია გაიმართა. 

ავტომობილების რესტავრაციაზე 6 რესტავრატორი, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, „გაზ“ 4 იყო პირველი საბჭოთა „პიკაპი“. ასეთი სულ 4 ეგზემპლარი არსებობს. „გაზ“ M1-ს კი მსახიობი ნატო ვაჩნაძე მართავდა.

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად დაესწრო.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის ავტომუზეუმი ძალიან საინტერესო ადგილია, სადაც დამთვალიერებელს, 2 ახლად რესტავრირებულ ავტომობილთან ერთად, ბევრი უნიკალური ექსპონატის ნახვის საშუალება აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები