LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბალეტის ფესტივალი 23 ივნისს გაიხსნება

120

20 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში თბილისის ბალეტის ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. მედიასთან ისაუბრეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, ქალაქ თბილისის ვიცე-მერმა სოფიო ხუნწარიამ, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავმა მარსელო გომესმა, ქორეოგრაფმა მედი ვალერსკიმ.

თბილისის ბალეტის ფესტივალი 2017 წელს დაარსდა, რომელიც გასულ წელს დიდი ანშლაგით და ბევრი სასიამოვნო სიურპრიზით ჩატარდა. წელს კი ფესტივალი განსხვავებულ და გრანდიოზულ ღონისძიებას გეგმავს.

სოფო ხუნწარია:

გვიხარია, რომ თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის ფესტივალი შეემატა. წელს მრავალფეროვანი  პროგრამა იქნება წარდგენილი. თბილისს ესტუმრებიან, მსოფლიოში ცნობილი საბალეტო დასები  და ვარსკვლავები. მსგავსი ტიპის ფესტივალები თბილისში   საინტერესო კულტურულ აურას ქმნის.

ორგანიზატორებმა წელს ბალეტის ფესტივალი, ტურისტულ სეზონს დაამთხვიეს, სწორედ ამიტომ ფესტივალს არაერთი უცხოელი მაყურებელი ეწვევა.

გიორგი ჩოგოვაძე

თბილისის საბალეტო ფესტივალი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში განხორციელდება.აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაში მსოფლიო საბალეტო ვარსკვლავები და დასები მიიღებენ მონაწილეობას. სადაც არაერთ უცხოელ სტუმარს ექნება საშუალება, რომ ამ დიდ კულტურულ ღონისძიებას დაესწროს.

წელს ფესტივალის ფარგლებში 4 ძირითადი საბალეტო სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. საბალეტო სპექტაკლის სოლისტები ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა, რუიკა იოკოიამა, ამანდინ ალბისონი, ჟერემი ლუ კერი და აშშ საბალეტო დასის წარმომადგენელი მარსელო გომესი იქნებიან. საბალეტო სპექტაკლს ალივტინა იოფე უდირიჟორებს.

ნინო ანანიაშვილი

თბილისში ბალეტის ფესტივალს,  ჩვენ უკვე მეორედ ვატარებთ. ბედნიერი ვარ რომ ფესტივალი პრემიერით გაიხსნება. ეს იქნება მსოფლიო პრემიერა „ორავა“, სადაც იტალიის საბალეტო დასის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისის ბალეტის ფესტივალითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება, რომელიც 23 ივნისს გაიხსნება და საზეიმოდ 1-ელ ივლისს დაიხურება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები