LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016“ გაიმართება

38

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 10 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016“ გაიმართება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია ჩატარდა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი კონსტანტინე კასრაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი, გერმანელი დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი და ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეა მუქერია უძღვებოდნენ.

წელს, ფესტივალს ადგილობრივი არტისტებისა და შემოქმედებითი ჯგუფების გარდა, სტუმრობენ ძველი მუსიკის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი), თომას ბაეტე (ვიოლა და გამბა), კრისტენ ვიტმერი (სოპრანო), ქრისტოფ მაიერი (დირიჟორი), ჯორჯია ბრაუნი (ბაროკო ფლეიტა), თომას ფოსტერი (კლავესინი), ჟან რონდო (კლავესინი), ეტიენ გალეტიე (თეორბო), დავიდე ამადიო (ბაროკო ჩელო), ანსამბლი „The Spirit of Gambo”, დავით გოგოლაშვილი (ტენორი), მიხეილ აბრამიშვილი (კონტრ-ტენორი), თბილისის კონსერვატორიის მაგისტრატურის კამერული გუნდი, რუსთავის კაპელა, თბილისის გუნდი „ბაროკო“ და  თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

ფესტივალის ფარგლებში, სულ 8 კონცერტი გაიმართება (10, 14, 16, 22, 28  ნოემბერი და 5, 9, 14 დეკემბერი, რუსთაველის თეატრი). გარდა კონცერტებისა, საფესტივალო პროგრამა ლექციებსა და მასტერკლასებს აერთიანებს. ­­

„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016“ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის  „საქართველოს სინფონიეტას“ ორგანიზებით ხორციელდება.

ევროპაში, უკვე ათწლეულებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი მუსიკის მაქსიმალურად მიახლოვებული (ავთენტური) მანერითა და შესაბამისი ინსტრუმენტებით შესრულება. გარდა ესთეტიკური და ეგზოტიკური დატვირთვისა, ასეთი პერფორმანსები ისტორიული და სამეცნიერო კუთხითაც საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ ძველი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ამიერკავკასიაში მხოლოდ თბილისში ტარდება.

პოპულალურები