LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბიუჯეტიდან ახალი ავტობუსებისთვის 50 მილიონი ლარი დაიხარჯება

67

100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულის გამო, ბიუჯეტის ცვლილების პროექტი უკვე მომზადებულია.

“მოსახლეობას დავპირდით წინასაარჩევნოდ, რომ მოხდებოდა ავტობუსების ჩანაცვლება. 700 ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თუმცა, როგორც იცით, მერიის დამტკიცებულ ბიუჯეტში, არ იყო ავტობუსებისთვის თანხა გათვალისწინებული. ვაწარმოეთ სამუშაოები და შევძელით ბიუჯეტის კორექტირება. მომზადებული გვაქვს პროექტის სახით, სადაც დაახლოებით 50 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი ავტობუსების შესაძენად. ეს იქნება 100 ახალი ავტობუსი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული სტანდარტის შესაბამისი, რომელიც ჩაანაცვლებს ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავტობუსებს, როლითაც მოსახლეობას საშუალებას მივცემთ კომფორტულად გადაადგილდნენ და ასევე მოხდეს გარემოს ნაკლები დაბინძურება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, რომ დადგინდეს რა ტიპის, ზომის და რა ფასიანი ავტობუსების შესყიდვა უნდა მოხდეს იმ სტანდარტებში, რომელიც გვჭირდება და დავპირდით მოსახლეობას”, – განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ევროპული სტანდარტის შესაბამისი 100 ახალი ავტობუსის წელს შემოყვანა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები