LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში 6, 7 და 8 ივლისს კულტურულ-სპორტული ღონისძიებები გაიმართება

178

თბილისის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება. 6, 7 და 8 ივლისს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურულ-სპორტული ღონისძიებები ელით. სხვადასხვა რაიონში დაგეგმილ კონცერტებზე, კინოჩვენებებსა და წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია.

6 ივლისი / პარასკევი

  • ღია კინოთეატრი ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის (კიკვიძის) პარკი / 18:30 საათი
  • ახალი დრამის ფესტივალი / კინოსტუდია – დიღომი/ “ცივსისხლიანი” რეჟ: პაატა ციკოლია / 21:00 საათი
  • შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის ფესტივალი / პანტომიმის თეატრი / 19:00 საათი

7 ივლისი / შაბათი

  • ფესტივალი „თბი-ლისი“ – ჯგუფი „არა“ და ფეხბურთის ჩვენება/ ლისის ტბა / 16:00 საათი
  • SOFT EJECT კონცერტი და ფეხბურთის ჩვენება თბილისის ცის ქვეშ / დედაენის ბაღი / 18:00 საათი
  • შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის ფესტივალი / პანტომიმის თეატრი / 19:00 საათი

8 ივლისი / კვირა

  • TBILISI FLEA MARKET / დედაენის ბაღი / 12:00 საათი
  • ახალი დრამის ფესტივალი / კინოსტუდია – დიღომი/ “ღამის სტუმარი” რეჟ: დათა თავაძე / 04:00 საათი
  • თბილისური ეზო – მანანა მენაბდე / პეტრე ჩაიკოვსკის ქ.3 / 20:00 საათი
  • ფესტივალი “არტ-გენი” – ნინო ქათამაძე / ეთნოგრაფიული მუზეუმი / 22:00 საათი
  • “ქუჩის მუსიკოსების ტალღა” პრეზენტაცია და პირველი კონცერტი MOKU MOKU; YOUNG GEOGRIAN LOLITAS / რიყის პარკი / 19:00 საათი
  • შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის ფესტივალი / პანტომიმის თეატრი / 19:00 საათი

პლატფორმა „თბილისის ცის ქვეშ“ ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, ინფო-ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენას, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები