LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მე-8 და მე-9 კლასელ გოგოსა და ბიჭს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

69

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მერვე და მეცხრე კლასების ორ მოსწავლეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერვე კლასელმა გოგონამ საკანცელარიო ნივთით სხეულზე მსუბუქი დაზიანება მიაყენა მეცხრეკლასელ ბიჭს, რომელიც, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები